Monday, December 17, 2012


რამდენიმე ციტატა სალვადორ დალის ნაწერებიდან:
ü  ნუ გეშინია სრულყოფილებისშენ მას მაინც ვერასოდეს მიაღწევ!
ü  ჯერ ისწავლე ფანქრითა და საღებავებით ხატვა ისე, როგორც ამას ძველი ოსტატები აკეთებდნენ, შემდეგ რაც გინდა ის ხატეყველა პატივისცემით მოგეკიდება.
ü   შედევრი და სიზარმაცე შეუთავსებელია!
ü  არ მესმის მცირე ფანტაზიის მქონე ადამიანებს რაზე აქვთ პრეტენზია
ü  აუცილებელია გაურკვევლობა მიმოფანტო, ამაზე ბევრი წამოეგება
ü  ყველაზე საინტერესო მსოფლიოში მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი, სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით
ü  მე მექნება ბოლოებში წაწვეტებული, იმპერიალისტური, ზერაციონალისტური, ვერტიკალური მასტიციზმის და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსგავსად, ზეცისკენ აშვერილი, ულვაშები.
სალვადორ დალიმ ერთხელ ასეთი რამ განახცადა: ”ყოველ დილას აღუწერელი ბედნიერების შეგრძნება მაღვიძებს მხოლოდ იმის გამო, რომ სალვადორ დალი ვარ. მართლაც უსაზღვროდ სასიამოვნოა , იყო სალვადორ დალი. როგორც კი გამოვფხიზლდები, საკუთარ თავს აღფრთოვანებით ვეკითხები, ნეტავ დღეს რა შესანიშნავი რამეების გაკეთებას აპირებს ეს სალვადორ დალი?”
ამ სიტყვების შემდეგ ეს ექსცენტრიული ესპანელი დიდი ხალისით აკეთებდა ყველაფერს, რაც კი თავში მოუვიდოდა. თავში კი მართლაც გასაოცარი იდეები მოსდიოდა.იგი პარიზის ცნობილ სასტუმრო ,,მაურისშიხშირად დადიოდა. მომსახურე პერსონალი მხატვრის წასვლის შემდეგ მასზე დაუჯერებელ ისტორიებს ჰყვებოდა.
როგორც წესი, დალი მთელ სართულს იკავებდა იმის გამო, რომ სასტუმროს დერეფანში ველოსიპედით სეირნობა უყვარდა. ის ითხოვდა თხის არვეს მოყვანას. თხები ძვირადღირებული სასტუმროს ოთახებში დარბოდნენ და კიკინებდნენ . დალი კი მათ ფუჭ ვაზნებს ესროდა. მისი ბრძანებით , აივანზე კუპრით სავსე კასრებს დგამდნენ, ის კი მანეკენებს აიძულებდა , თავი შიგ ჩაეყოთ.
შთაგონებისათვის ზოგჯერ ბუზები სჭირდებოდა. სასტუმროს მომსახურე პერსონალი მათ ბაღში იჭერდა , მხატვარი კი თითოეულს 5 ფრანკად ყიდულობდა. დალის შეეძლო დარბაზში, სადაც მეტად პატივსაცემი სტუმრები ელოდნენ, საკუთარ წარმომადგენლად ცხენი ან აქლემი შეეშვა. ზოგჯერ თავიდან ფეხებამდე მწვანე ფერის სამოსს იცვამდა, მწვანე ფერის ღიაკადილაკშიჯდებოდა, გვერდით იმავე ფერის სამოსში გამოწყობილ ცოლს , გალას, ისვამდა და ქუჩაში მოძრაობას აჩერებდა. სასტუმროდან გასვლის საკუთარი წესი ჰქონდა. მანქანის ბორბლებქვეშ მონეტებს ყრიდა და ამაყად აცხადებდა , მთელ პარიზში მანქანას ოქროებზე დავაქროლებო.
გარდა ამისა, მას საკუთარი ნომრის კედლების მოხატვა ჩვევად ჰქონდა გადაქცეული, როდესაც სასტუმროდან მოდიოდა , მთელ სართულს არემონტებდნენ, კედლებს კი თავიდან ღებავდნენ. დღეს დალის თაყვანისმცემლები მისი შედევრების ამგვარად განადგურებას მკრეხელობად მიიჩნევენ.
დალის მუზა, სულიერი მეგობარი და თანამოაზრე მასზე 10 წლით უფროსი , გათხოვილი ქალი გალინა დიაკონოვა, გალა იყო. მათ ერთმანეთი 1929 წელს გაიცნეს. გალა მაშინ ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე და მაქს ერნესტის საყვარელი გახლდათ. გალა დალის მოდელი გახდა , ისინი მალე დაახლოვდნენ და არასოდეს დაცილებიან ერთმანეთს. ამ ქალის გამო სალვადორი მამამ სახლიდან დაითხოვა.
მათ შვილები არ ჰყავდათ. ”გენიოსების შვილები არასოდეს არაფრით გამოირჩევიან ”- განახცადა დალიმარ მინდა ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცო. საკუთარი თავის მემკვიდრე მხოლოდ მე ვარ” .
სალვადორ დალი პარკინსონით იყო დაავადებული. იგი 1989 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. ის დაკრძალულია ფიგერასში , საკუთარი სახლის ეზოში . თავისი ქონება და ნახატები ესპანეთს დაუტოვა, ესპანეთის მთავრობას მოელაპარაკა, თუ გადასახადებს არ გადაახდევინებდნენ , ყველაფერს დაუტოვებდა.
დალი ზოგისთვის შეშლილი და ზოგისთვის გენიოსი ადამიანია, მაგრამ  ასე თუ ისე, მის მიმართ გულგრილი არავინაა. იგი მართლაც გასაოცარი ადამიანი იყო. საკუთარ თავს დიდ პროვოკატორს ეძახდა და ამბობდა, რომ დედის მუცელშივე პროვოკატორი იყო.

misi udidesi Semoqmedebidan CemTvis rCeuli suraTia:
გეოპოლიტიკური პირმშო აკვირდება ახალი ადამიანის დაბადებას, 1943 .
სურათი თითქოს მოლოდინს ასახავს, მოლოდინს ახალი ერის დასაწყისისა. მხატვარმა იგი 1943 წელს დახატა, როცა მეორე მსოფლიო ომი უკვე კარგა ხნის გაჩაღებული იყო. დალი თითქოს სიცოცხლეს ჩუქნისმომავლის შვილს”. კვერცხი დედამიწის სიმბოლოა, ხოლო მისგან იბადება ადამიანის სხეული და ხელი, ხოლო ფეხი ცხილობს გაარღვიოს ნაჭუჭი, რომელიც ნაკეცებიანი ზეწარივით ერთდება.
ramdenime Sedevri misi Semoqmedebidan:








No comments:

Post a Comment