Tuesday, December 18, 2012

სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი დომენეკი, ანუ შემოკლებით სიურეალიზმის წარმომადგენელ სალვადორ დალის, როგორც ჩანს ნახატების შექმნის საკუთარი მეთოდი ჰქონდა .დალი ჯდებოდა სუფთა ტილოს პირდაპირ. ხელში ეჭირა რკინის კოვზი, რომლის ქვევიდან ედო თეფში და 
იჯდა ასე სანამ ძილი არ მოერეოდა. როცა ჩათვლემდა ხელიდან კოვზი უვარდებოდა, რომელიც თეფზე ეცემოდა და ეს ხმა აღვიძებდა მხატვარს. ამის შემდეგ დალი იღებდა ფუნჯს და ტილოზე გადაჰქონდა ის სიურეალისტური ხილვები, რომელსაც ძილბურანში ხედავდა. დალი მიიჩნევდა, რომ ჩაძინებისას ცნობიერი იწყება მიღებული ინფორმაციის გადამუშავებას და ამ დროს იკვეთებოდა მოულოდნელი პარალელები, რომელიც სალვადორ დალის ტილოზე გადაჰქონდა.


No comments:

Post a Comment