http://www.youtube.com/watch?v=6WKIBbVaxjc
siurrealizmi da salvador dali
სიურრეალიზმი —
მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში XX საუკუნის შუა წლებში. ოფიციალურად ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება უკავშირდება საფრანგეთში ანდრე ბრეტონის მიერ 1924 წელს სიურეალისტური მანიფესტის გამოქვეყნებას.
სიურრეალისტების მიზანია ფარდა ახადონ ქვეცნობიერს, სიღრმისეულად გამოიკვლიონ სამყარო.
ტერმინი სიურრეალიზმი სიტყვასიტყვით "ზერეალობას" ნიშნავს ფრანგულ ენაზე და ეკუთვნის გიიომ
აპოლონიერს, რომელიც 1918 წელს გარდაიცვალა. სწორედ მის პატივსაცემად აიღეს ეს ტერმინი ანდრე ბრეტონმა და ფილიპ სუპომ ახალი მიმდინარეობის აღსანიშნავად. 1919 წელს მათ შეუერთდათ არაგონი და პოლ ელუარი.
სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება დადაიზმი, რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ 1922 წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია როგორც პოლიტიკური ასევე მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. როგორც მიმდინარეობა, სიურრეალიზმი მტკიცდება ბრეტონის მანიფესტში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში "სიურრეალისტური რევოლუცია", 1922 წელს.
სიურრეალისტური
მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო
ვიზუალურ ხელოვნებაში. რომლის ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელი იყო ჩემთვის
უსაყვარლესი მხატვარი სალვადორ დალი. სალვადორ ხასინტე ფელიპე დალი დამენეჩ კუსი ფარესი, ანუ უბრალოდ სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს, კატალონიის პატარა ქალაქ ფიგერასში.
იგი XX საუკუნის ხელოვნების მითი და რეალობაა, უსაზღვრო ფანტაზიითა და ვირტუოზული ტექნიკით აღბეჭდილი მისი ნახატები აბსურდულობამდე მისული ექსტრავაგანტურობით, არამოტივირებული ქცევით, პატივმოყვარეობით ქმნიდა ნიადაგს საკუთარი პერსონის მითად გადასაქცევად. დალიმ თავისი შემოქმედების პრინციპები საკუთარ ცხოვრებაზეც გადაიტანა, ის სიცოცხლის ბოლომდე ანცვიფრებდა საზოგადოებას ექსტრავაგანტური საქციელითა და გამონათქვამებით.
No comments:
Post a Comment